ადრიანა ლიმა თურქ ბოიფრენდს დაშორდა - მედია (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 13:40 | 20.12.2017
ნანახია: 2987

როგორც ჩანს, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი რომანი დასრულდა.

თურქული მედია ბრაზილიელი სუპერმოდელის ადრიანა ლიმასა და მისი თურქი ბოიფრენდის - მწერალ მეთინ ჰარას ურთიერთობის შესაძლო დასრულების შესახებ საუბრობს. როგორც ცნობილია, მათი რომანი ზაფხულში დაიწყო.

გარცელებულ ხმებზე კომენტარი არც მოდელსა და არც მწერალს ჯერ არ გაუკეთებიათ. თუმცა ცნობილია, რომ, ლიმამ  Instagram-ზე თურქ ბოიფრენდს გამოწერა გაუუქმა, იმ დროს, როცა მეთინს მსოფლიო პოდიუმის ვარსკვალვი კვალვ გამოწერილი ჰყავს.  

მედია თავდაპირელად წერდა, რომ მოდელისა და მწერლის ურთიერთობა არანაირ გრძნობებს არ უკავშირდებოდა და ეს მხოლოდ პიარ-აქცია იყო, რომელიც ჰარას ახალი წიგნისადმი ყურადღების მისაქცევად იყო მიმართული.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე