2017 წლის ყველაზე არასაიმედო პაროლები დასახელდა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 20.12.2017
ნანახია: 1249

ანალიტიკური კომპანია SplashData-ს სპეციალისტებმა შეადგინეს 2017 წლის ყველაზე სახიფათო პაროლების რეიტინგი.
ექსპერტებმა ანალიზი გაუკეთეს ხუთ მილიონამდე გატეხილ პაროლს და დაასკვნეს, რომ სიაში პირველ ადგილს უკვე მეოთხე წელია ზედიზედ იკავებს კომბინაცია „123456“.

მეორე ადგილზეა სიტყვა password-ი, მესამე ადგილი კი წილად ხვდა ვარიანტს „12345678“.

აღნიშნულია, რომ ციფრებისა და სახელების შემცევლი პაროლების გარდა წელს მომხმარებლები ხშირად იყენებდნენ პოპულარულ სიტყვებს, რომლებიც კინოეპოპეა „ვარსკვლავურ ომებს“ უკავშირდებოდა.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ჰაკერები თვალს ადევნებენ აქტუალურ მოვლენებს და ადვილად გამოიცნობენ ტერმინებს პოპ-კულტურიდან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე