რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპატარიდან მოხსნილია - ექიმი

საქართველო, თბილისი - 11:32 | 20.12.2017
ნანახია: 1214

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“„ინგოროყვას“ კლინიკის დირექტორმა, კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა.

„ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია, ცნობიერება ნათელია და ამ წუთას დინამიკა მკვეთრად დადებითია“, - აცხადებს მუმლაძე.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი გუშინ დაჭრეს. ის გულ-მკერდის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა.    

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე