მომღერალმა არჩილ ჩიხლაძემ სიცოცხლე მოხუცთა თავშესაფარში დაასრულა

საქართველო, თბილისი - 01:32 | 20.12.2017
ნანახია: 3995

ლეგენდარულმა მომღერალმა არჩილ ჩიხლაძემ სიცოცხლე მოხუცთა თავშესაფარში დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია, თავშესაფრის ხელმძღვანელმა მერაბ შათირიშვილმა ,,რეიტინგს'' დაუდასტურა. 

,,მერაბმა სიცოცხლის ბოლო წლები ჩვენთან გაატარა. ფილტვების ანთება დაემართა, ამტელ ჰოსპიტალში იწვა, შემდეგ გამოწერეს, მაგრამ გაითიშა. სიბერემ თავისი ქნა და დღეს გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ, მომღერალი მალიბუ გვესტუმრა და მისი სიმღერა ,,კართან მოდგა შემოდგომა" უმღერა. ვერ გველაპარაკებოდა, მაგრამ მისი სიმღერა იცნო და ტიროდა. ამ გოგომ ღირსეულად გააცილა ქვეყნიდან'', - განაცხადა მერაბ შათირიშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე