ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 58-ე შეხვედრა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 20:44 | 23.09.2015 ნანახია: 3485სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია და დეპარტამენტის წარმომადგენლები გორის რაიონის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგით 58-ე შეხვედრას დაესწრნენ. მონაწილეებმა განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ინციდენტები. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო აღმართვის ფაქტებზე, რაც უხეშად არღვევს ადამიანების უფლებებს და ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შემთხვევებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ისაუბრეს საოკუპაციო ძალების საფრენი აპარატების მიერ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე და განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება ცალსახად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა 2008 წლის აგვისტოში უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიშა ნალბანდოვის საქმის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო 2014 წლის მარტში გაუჩინარებული, ოკუპირებული ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის საკითხსაც, რომლის ცხედარიც 2015 წლის იანვარში ახალგორის რაიონის სოფელ დოლიაანის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ასევე დაისვა მიმდინარე წლის 16 ივლისს სოფელ წითელუბანში საოკუპაციო ძალების მიერ მოხსნილი დროშის დაბრუნების საკითხი. მომდევნო შეხვედრა 2015 წლის 29 ოქტომბერს გაიმართება.
პოლიტიკა
- კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება, ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს - სალომე ზურაბიშვილი
- თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება - ირაკლი კობახიძე
- ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი კობახიძეს მიმართავს
- საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა
- შსს-მ ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
- 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ კიდევ 16 პირი დააკავა - სულ დაკავებულია 62 პირი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ
მსოფლიო
- მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 30 უცხოელი გააძევა
- მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო - CNN
- პუტინმა ტრამპთან საუბრისას დონეცკის ოლქის დათმობა მოითხოვა - WP
- რუსეთი და უკრაინა ჯერ მზად არ არიან სამშვიდობო შეთანხმებისთვის, მთავარი დაბროკოლება რუსების გადაჭარბებული მოლოდინებია, რადგან მიიჩნევენ, რომ ბრძოლის ველზე უკეთესი პოზიცია აქვთ, ვიდრე სინამდვილეშია - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
- თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
- ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე
- თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება