ენრიკე იგლესიასსა და ანა კურნიკოვას ტყუპები შეეძინათ

საქართველო, თბილისი - 12:45 | 19.12.2017
ნანახია: 1719

ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა მშობლები გახდნენ. 16 დეკემბერს ყველაზე იდუმალ წყვილს ტყუპები - ბიჭი და გოგონა შეეძინათ. პატარებს ნიკოლასი და ლუსი დაარქვეს.

უცნაურია, მაგრამ წყვილის თაყვანისმცემლებმა ანას ორსულობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ისინი იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ ჩოგბურთელი სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობდა. უნდა ითქვას, რომ ენრიკე და ანა დიდი ხანია ჟურნალისტების თვალთახედვაში არ მოხვედრილან, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ ყველაფერი ბუნებრივი გზით მომხდარიყო.

ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა ერთად უკვე 16 წელია არიან. მედიაში გამუდმებით ვრცელდება ინფორმაცია მათი დაშორების შესახებ, მაგრამ შეყვარებულებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ გრძნობას ვერაფერი შეეხება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე