უვიზო მიმოსვლით სარგებლობისას, საზღვრზე, 174,102-დან 494 მოქალაქე არ გაატარეს

საქართველო, თბილისი - 15:52 | 18.12.2017
ნანახია: 1030

უვიზო მიმოსვლით სარგებლობისას, საზღვრზე, 174,102-დან  494 მოქალაქე არ გაატარეს, ამის შესახებ ,,ტაბულა“ შსს-დან გამოთხოვილ მასალებზე დაყრდნობით წერს.

სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით, 2017 წლის 28 მარტიდან - 2017 წლის 4 დეკემბრის შუალედში შენგენის ზონაში საქართველოდან 174,596 გამგზავრების ფაქტი დაფიქისრდა, საიდანაც 494, ანუ 0.3% საზღვარზე არ შეუშვეს.

შსს-ს განმარტებით აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ საჰაერო გზით შენგენის ზონაში ვიზიტის ფაქტებს ეხება, შესაბამისად მაღალი ალბათობით იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც უვიზო რეჟიმით ისარგებლა 174,102-ს აღემატება.

რაც შეეხება საზღვრიდან გამობრუნების შემთხვევებს, მათი მთლიანი რაოდენობა 494-ია. ქვეყნების მიხედვით, გამობრუნებულ პირთა ზუსტი სტატისტიკა ასე გამოიყურება:

იტალია - 98 გამობრუნება

პოლონეთი - 98 გამობრუნება

საბერძნეთი - 68 გამობრუნება

კვიპროსი - 59 გამობრუნება

გერმანია - 45 გამობრუნება

უნგრეთი - 41 გამობრუნება

ლიტვა - 27 გამობრუნება

ბელგია - 15 გამობრუნება

ნიდერლანდები - 13 გამობრუნება

საფრანგეთი - 11 გამობრუნება

ესტონეთი - 6 გამობრუნება

შვედეთი - 4 გამობრუნება

ესპანეთი -3 გამობრუნება

დანია - 2 გამობრუნება

შვეიცარია - 2 გამობრუნება

ფინეთი - 2 გამობრუნება

,,ტაბულას“ ინფორმაციით, მონაცემები 2017 წლის 28 მარტი - 4 დეკემბრის შუალედს ასახავს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე