დასტინ ჰოფმანი სექსუალურ შევიწროებაში ისევ დაადანაშაულეს

საქართველო, თბილისი - 15:16 | 18.12.2017
ნანახია: 1197

ჰოლივუდის ვარსკვლავი დასტინ ჰოფმანი სექსუალურ შევიწროებაში ისევ დაადანაშაულეს. ამ დღეებში მსახიობის ქალიშვილის თანაკლასელი მორიგი ბრალდებით გამოვიდა. კორი ტომასი ამტკიცებს, რომ 80-იან წლებში მისი მეგობრის მამა სასტუმროს ნომერში მის წინაშე გაშიშვლდა.

ქალის თქმით, ნიუ-იორკში კარინასთან და დასტინ ჰოფმანთან გასეირნების შემდეგ ისინი სასტუმროში დაბრუნდნენ, სადაც მსახიობი იმ დროს ცხოვრობდა.

ჰოფმანმა უთხრა, რომ სახლში რემონტი ჰქონდა და გოგონები სასტუმროში მიიპატიჟა.

გარკვეული დროის შემდეგ მან ქალიშვილი სახლში გაგზავნა, კორის წინაშე კი შიშველი წარსდგა და მას ფეხების მასაჟის გაკეთება სთხოვა.  

თუ რატომ დარჩა 16 წლის გოგონა სასტუმროს ნომერში მეგობრის მამასთან, გამოცანად რჩება. ტომასი ამტკიცებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში მისთვის ეს მორალური ტრავმა იყო და ამის შესახებ ის ვერავის უყვებოდა.

უკვე 23 წლის ასაკში მან საიდუმლო ერთ-ერთ ნათესავს გაანდო და მანაც ქალის სიტყვები მისი ღია ბრალდების შემდეგ დაადასტურა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე