საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ნათია თოდუას გამარჯვება მიულოცეს

საქართველო, თბილისი - 12:15 | 18.12.2017
ნანახია: 2228

გერმანულ Voice-ში გამარჯვებას ნათია თოდუას გიორგი მარგველაშვილმაც მიულოცა.

,,ნათია გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! ვამაყობთ შენით", - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა Facebook-ზე.

მანამდე მილოცვა ნათიამ პრემიერ-მინისტრისგან გიორგი კვირიკაშვილისგანაც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გერმანული Voice-ის ფინალში ნათია თოდუამ 4 სიმღერა შეასრულა, მათ შორის ერთ-ერთი Sunrise Avenue-ს ცნობილ ვოკალისტ სამუ ჰაბერთან ერთად, რომელიც მისი მწვრთნელია. 

21 წლის ქართველმა მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა. 

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე