ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე - არიან დაშავებულები 

საქართველო, თბილისი - 14:22 | 17.12.2017
ნანახია: 975

სოფელ სიქთარვასთანქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და დაზიანდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე