უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს

საქართველო, თბილისი - 15:34 | 15.12.2017
ნანახია: 908

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან არ აწარმოებს მოლაპარაკებებს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვასილი ბოდნარმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს დონეზე უნდა გადაწყდეს.

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ კიევმა თბილისისგან სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნა მიიღო.

სამინისტრომ ეს მოთხოვნა საექსტრადიციო შემოწმებისთვის გენერალურ პროკურატურას გადასცა.

იუსტიციის სამინიტროშოი ელოდნენ, რომ საექსტრადიციო შემოწმება ნოემბერში დასრულედბოდა, თუმცა შემოწმების შედეგები ჯერ კიდევ უცნობია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე