ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:19 | 14.12.2017
ნანახია: 969

14 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.5597 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც

დღეს მოქმედებდა, 2.5772 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან

მიმართებაში 1.75 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0256 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0282 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.26 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6679 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.4395 ლარი

ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 დეკემბრიდან  შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე