ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა - პუტინი

საქართველო, თბილისი - 15:33 | 14.12.2017
ნანახია: 1648

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიხეილ სააკაშვილის ქმედებას უკრაინელი და ქრართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხება უწოდა.
„მიმაჩნია, რომ ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა. როგორ ითმენთ ამას აქამდე?“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის ლიდერმა პრეს-კონფერენციაზე.

პუტინის თქმით, სააკაშვილი ადრე  საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი იყო, „ახლა დადის იქ (უკრაინაში) მოედნებზე და მთელი მსოფლიოს გასაგონად ყვირის „მე უკრაინელი ვარ“.

 „უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები არ არიან? და უკრაინა ამ ყველაფერს ითმენს, გესმით? რა საცოდაობაა ამის ყურება. გული სისხლით მევსება“, - განაცხადა პუტინმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე