ხელისუფლება მეუბნება გიყიდით ბილეთებს ნიდერლანდებში ან მალდივებზე, ოღონდ თავი დაგვანებე- სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:15 | 14.12.2017
ნანახია: 1265

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლება მის მოშორებას ნებისმიერი საშუალებით ცდილობს, ის მზად არის მას ბილეთები ნიდერლანდებში ან მალდივებზე უყიდოს.

 „ლუცენკომ გუშინ თქვა: ჩვენ მას დავიჭერთ, მაგრამ მას თავად შეუძლია ქვეყნიდან წავიდეს... მაგრამ თუ ის ქვეყნიდან არ წავა, ჩვენ საქართველოში მის ექსტარდირებას მოვახდენთ. თქვენ სადმე გინახავთ მსგავსი იურიდიული პრეცედენტი?

ესე იგი ისინი მეუბნებიან „თუ გინდა რომ დიდ უბედურებას არ გადაეყარო, აგიღებთ ბილეთებს ან ნიდერლანდებში, ან მალდივებზე გიყიდით ერთწლიან საგზურს 2019 წლამდე, ოღონდ თავი დაგვანებე“, - ციტირებს სააკაშვილს ტელერხ NewsOne-ის საიტი.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე