სააკაშვილი ოდესის მერობაზე ოცნებობს

საქართველო, თბილისი - 12:47 | 14.12.2017
ნანახია: 1285

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოდესის მერობა სურს. თავისი სურვილის შესახებ მან უკრაინული ტელევიზიის „24-ე არხის“ ეთერში ისაუბრა.

„იცით რაზე ვოცნებობ?... უბრალოდ მინდა რომ წავიდე და ოდესის მერი გავხდე. არ ვხუმრობ. მე ძალიან მინდა ოდესის აღორძინება, მაგრამ ოდესის აღორძინება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც თამაშის წესები შეიცვლება“, - განაცხადა სააკაშვილმა. ამასთან მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტობა არ სურს.  

მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად გახდომის წინააღმდეგი არ არის. მისი თქმით, ადრე პრეზიდენტი პოროშენკო ამ პოსტს სთავაზობდა, მაგრამ მაშინ მან უარი განაცხადა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე