ქალზე ზვიგენის თავდასხმა ქმარმა ვიდეოკამერით გადაიღო (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:39 | 12.12.2017
ნანახია: 2274

სამხრეთ კაროლინელმა ევან კეროლმა ვიდეო იმ დროს გადაიღო, როდესაც მის ცოლს სარა ილიგს ზვიგენი თავს დაესხა. ევანი და სარა კარიბის ზღვაზე თაფლობის თვეს ატარებდნენ. ინციდენტის შესახებ გაზეთი Daily Mirror-ი წერს.

გოგონას თქმით, მას თავიდან ეგონა, რომ ქმარი ეთამაშებოდა და ზვიგენი ნამდვილი არ იყო. „მაგრამ წამებში გავაცნობიერე, რომ ნამდვილად მეტკინა. თავი მოვაბრუნე, და ჩემზე დიდი ზვიგენი დავინახე, რომელიც ხელზე მკბენდა“, - ამბობს ილიგი .

გოგონამ ხელის გამოგლეჯვა მოახერხა. საბედნიეროდ მან მცირე დაზიანება მიიღო და იმავე დღეს ვიდეორგოლი Instagram-ზე გამოაქვეყნა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე