ყვარლში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 11:04 | 18.11.2015
ნანახია: 1788

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
სახერხის ტერიტორიაზე განთავსებული იყო გადასამუშავებლად გამზადებული 1 კბმ საშეშე მერქანი, ასევე დახერხილი პირველადი გადამუშავების პროდუქტი.
შეგახსენებთ, რომ სახერხ-საამქროში აკრძალულია მეორე ხარისხის მერქნის (კოტრის) გადამუშვება.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე