,,ჩემი პირველი კაცი ჩემი მაზლი აღმოჩნდა, აღსარებას ვერ ვამბობ”
საქართველო, თბილისი - 11:47 | 11.12.2017 ნანახია: 4919
ძმის სულს ვფიცავ – წარსულის მომკითხავი არ ვარ, ოღონდ ჩემი გახდი – მითხრა ქმარმა, რომელმაც არ იცოდა, რომ მისი ძმა ყველაზე ძლიერ მე მაკლდა!“
რელიგიური ქალი ვარ, თუმცა ეკლესიურობაზე თავს ვერ დავდებ – მარხვას ვერ ვიცავ, აღსარებას ვერ ვამბობ და ამიტომ თქვენ ამოგარჩიეთ ჩემი ერთ-ერთი მანკიერების გასაზიარებლად.
წერილის წერაში მოვიკოჭლებ. ალბათ სტუდენტობის შემდეგ არც დამიწერია წესიერად რამე. ზუსტად იმ წლებში შემხვდა ბიჭი, რომელმაც უმოკლეს ვადაში ტვინი გადამიტრიალა. ბაკურიანში ვისვენებდი თანაკურსელებთან ერთად და ეს შავთვალება ყმაწვილკაცი იქ გავიცანი. საკმაოდ სპონტანურად და ამაღელვებლად მოხდა ჩვენი ერთმანეთთან სიყვარულში გამოტყდომა. ის ორი კვირა მისით ვსუნთქავდი და მისით მიხაროდა სიცოცხლე. თავი დავკარგე და ინტიმზეც აღარ ვიხევდი უკან. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის გვქონდა ამის სიტუაცია. მაგრამ ერთმანეთის ალერსს და მოფერებას თითქმის ყოველდღე ვახერხებდით. მაგრამ სპონტანურობა არ ყოფილა ყოველთვის ადამიანის კეთილშობილების ბარომეტრი. თბილისში ჩამოსვლისთანავე დავკარგე მისი კვალი. მას თვითონ უნდა დაერეკა ჩემთან ტელეფონზე, მაგრამ ჩემი ყოველდღიური ლოდინის მიუხედავად, არსაიდან ხმა, არსით ძახილი. ყოველდღიურად ვკარგავდი მასთან შეხვედრის იმედს, თუმცა ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაინც ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა.
მაგრამ… გაიარა თვეებმა და წლებმა. საბოლოოდ დავრწმუნდი მამაკაცთა ვერაგობაში და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი ცხოვრებას. დავიწყე მუშაობა. კარგი კოლექტივი აღმოჩნდა. იყო წაარშიყების მცდელობები, მაგრამ მე ყოველთვის კეკლუცად ვირეკლავდი ყველას, სანამ არ შევხვდებოდი მამაკაცს, რომლის გიშრებივით თვალთა გამოხედვამ ჩემში კვლავ გამოაღვიძა სტიქია. თითქოს პირველი სიყვარულის მსგავსს შეგრძნებებს განვიცდიდი, მაგრამ გაცილებით ძლიერს და თავშეუკავებელს.
ალბათ გამიმართლა, რადგან ზაზასგანაც იგივე ვიგრძენი, დღითიდღე უფრო მეტ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ, კომპლიმენტების წვიმას მაყრიდა, სხვადასხვა ადგილებში მეპატიჟებოდა და მივხვდი: „მე ის ყველაზე ძალიან მიყვარს!“ ზაზაც სერიოზულად იყო განწყობილი და როცა ჩვენი ურთიერთობები (8 თვის შემდეგ) უკვე ისეთ ფაზაში შევიდა, რომ ჩემთვის ცოლობა უნდა ეთხოვა, დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოვახერხე ამის თქმა: – ზაზა, შენ კარგად მიცნობ. მაგრამ არ იცი ერთი რამ… დიდი ხნის წინ მიყვარდა ერთი ბიჭი და მასთან… ის უკვე ჩაწვდა რის თქმასაც ვაპირებდი და ჩემი ცხოვრების გვირგვინოსანი ფრაზა თქვა: – ყველანი ადამიანები ვართ ძვირფასო! ძმის სულს ვფიცავ წარსულის მომკითხავი არ ვარ! დაივიწყე როგორც სიზმარი, ოღონდ ჩემი გახდი და გიყვარდე, გიყვარდე ყოველთვის!
ცხადია უბედნიერესი ქალი ვიყავი იმ წუთას. ბედს ახლაც ვერ დავემდურები. უბრალოდ მინდა ვთქვა ყველაფერი. როცა რამდენიმე ხნის შემდეგ თავის ოჯახში ამიყვანა მშობლების გასაცნობად, იქ გათამაშდა მთავარი დრამა. მან სურათების ალბომი გადმოიღო დასათვალიერებლად. ერთ-ერთი გვერდის გადაშლისთანავე ელდა მეცა. შავ-თეთრი ფოტოდან ჩემი პირველი შეყვარებული მიცქერდა თავისი დაუვიწყარი თვალებით.
– ეს ბიჭი ვინ არის თქვენი? – გაუბედავად ვიკითხე.
– ეგ არის ჩემი ძმა, ავარიაში რომ დამეღუპა, – მითხრა ზაზამ, – რატომ იკითხე?
– ისე, ნაცნობი სახე აქვს, – ავიცილე მისი გამჭოლი მზერა.
– ნაცნობი ექნება, აბა რა – ერთი დედმამიშვილები ვიყავით! ძალიან ხალისიანი იყო ის საცოდავი, რომ იცოდე, როგორ მაკლია!
ხმას ვეღარ ვიღებდი, გაფითრებული ვიჯექი და ვაანალიზებდი ქმრის სიტყვებს. ის არ ტყუოდა: მართლაც ძალიან ჰგავს ის თავის ძმას, მზერით, მანერებით, მოფერებითაც კი. „მან რომ იცოდეს მე როგორ მაკლია, – ვფიქრობდი ჩემთვის. – დაღუპულა, საწყალი ზურა. მე კი მეგონა, დამტოვა!“ უფრო კარგად გამოვიკითხე მის შესახებ და ყველანაირად დაემთხვა. როგორც ჩანს, იმ ზამთარს ბაკურიანიდან ჩამოსვლისთანავე მოსვლია ეს უბედურება.
აი, ასე წამეთამაშა წუთისოფლის ბედის მწერალი. ქმარს ვეღარ გავუბედე მეთქვა, რომ ჩემი პირველი სიყვარული მისი ძმა ყოფილა და ალბათ სწორად მოვიქეცი. მაგრამ ამდენი (თითქმის 12) წლის შემდეგაც ძალიან მიყვარს – როგორ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო, ან რა ბიოველი ჰქონდათ ასეთი, რომ ასე მიმიზიდა ორივე ძმამ?! მესმის რომ ძნელად დასაჯერებელია თქვენთვის მაგრამ ჩემი სიტყვების დასტურად ჩემი უფროსი ვაჟიც გამოდგება. გარდა იმისა, რომ მასაც ზურა ჰქვია (ღმერთმა გამიზარდოს), ალი-კვალი ჩემი მაზლია! და როგორ გინდა ყველაფერი დაივიწყო და ასე იცხოვრო?
ქეთინო, 34 წლის
რედაქციისაგან: – ეს ის შემთხვევაა, როცა წერილის ავტორი იმდენად ჭკვიანი ქალია, იმდენად სწორად მართავს თავის ცხოვრებას, რომ კარგი იქნებოდა თვითონვე მიეცა რჩევა სხვა მკითხველისათვის. როგორც ჩანს განგებამ სიყვარულის ფრონტზე გამოცდა ჩაგიტარათ და ტაქტიკური შეცდომების გარეშე კარგად გაგირთვიათ მისთვის თავი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პირადი ცხოვრება მექსიკური ტელესერიალის სიუჟეტს წააგავს, თქვენი გრძნობა ორივე შემთხვევაში აბსოლუტურად ჯანსაღი იყო და არის, – და აქ არამარტო ბიოველებთან, არამედ გენეტიკური საიდუმლოებასთანაც უნდა გვქონდეს საქმე, რაზეც პასუხი მეცნიერებს მოეკითხებათ. გისურვებთ ჯანმრთელობას და ყოველმხრივ ბედნიერებას.
წყარო:http://www.news.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















