„ოქროს ბურთი“ კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა

საქართველო, თბილისი - 11:58 | 08.12.2017
ნანახია: 1504

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ოქროს ბურთი“ მეხუთედ მოიგო. ამ ჯილდოს რაოდენობის მიხედვით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი არგენტინელ ლიონელ მესის დაეწია.

რონალდუმ „ოქროს ბურთი“ 2008 წელს მოიგო, (მაშინ ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა) ამ პრემიაზე  ის 2013, 2014 და 2016 წლებშიც იყო ნომინირებული.

მანამდე ფიფამ რონალდუ წლის ფეხბურთელად დაასახელა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში „ოქროს ბურთი“ მესისა და რონალდუს გარდა არავის მიუღია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე