სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსის შემოწმება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:52 | 08.12.2017
ნანახია: 945

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსი სამართალდამცავებმა შეამოწმეს. ასევე, ბინა დაასუფთავეს დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა. 

პარალელურად, კორპუსს ამოწმებენ თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლები, რათა დაადგინონ, რამდენად უსაფრთხოა კორპუსში მოქალაქეების შეშვება.

ისნის გამგებლის, კახა ლებუჩიძისგანცხადებით, კორპუსის შემოწმებას სამი დღე დასჭირდება.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე