ხულოში მთა ჩამოიშალა

საქართველო, თბილისი - 17:43 | 17.11.2015
ნანახია: 1895

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე (ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია), გზის მიმდებარე ფერდიდან დიდი რაოდენობით მიწა-კლდისა და ლოდების მასა ჩამოწვა, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა დაიკეტა.

ამ დროისათვის, ხულომდე მოძრაობა თავისუფალია, ხოლო, ხულოდან 5 კმ-ის ზემოთ გადაადგილება და 4 სოფელთან დაკავშირება შეუძლებელია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ადგილზე დაიწყო მძიმე ტექნიკის მობილიზება (რადგან განსაკუთრებით დიდი ზომის ლოდებია ჩამოსული). შესაბამისად, დღესვე, უმოკლეს დროში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე