მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკრაინის შიდა პოლიტიკის საქმეა - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო, თბილისი - 16:18 | 06.12.2017
ნანახია: 974

მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის უკრაინის შიდა პოლიტიკა და უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით მე განცხადებებს ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წაყენებულია ბრალი და ამ კონტექსტში ურთიერთობები გაგრძელდება სამართლებრივი გადაწყვეტილებების ფარგლებში.

“მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის უკრაინის შიდა პოლიტიკა და უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით მე განცხადებებს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება, ამ საკითხის სამართლებრივ განზომილებას, ჩვენ როგორც ვიცით საქმე აღძრულია უკრაინის მიერ და საქმე აღძრულია საქართველოში. წაყენებულია ბრალი და ამ კონტექსტში ურთიერთობები გაგრძელდება სამართლებრივი გადაწყვეტილებების ფარგლებში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე