გიორგი ქადაგიძე: ჩვენ გამოვხატავთ თანაგრძნობასა და სოლიდარობას ფრანგი ხალხის მიმართ

საქართველო, თბილისი - 17:27 | 17.11.2015
ნანახია: 1668

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და დატრიალებული ტრაგედიის გამო ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით მინდა გამოვხატო თანაგრძნობა ამ საშინელი ტრაგედიის გამო. ჩვენ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს.

ჩვენ გამოვხატავთ თანაგრძნობასა და სოლიდარობას ფრანგი ხალხის მიმართ, ვინც ეს დიდი განსაცდელი გაიარა“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე