მე არ ვმღერი მერიის თანამშრომლებისთვის - სოფო ნიჟარაძე

საქართველო, თბილისი - 16:42 | 05.12.2017
ნანახია: 5696

„მე არ ვმღერი მერიის თანამშრომლებისთვის“, ამის შესახებ მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ „იბერიის“ ეთერში განაცხადა.

მომღერლის თქმით, მერიის კულტურის სამსახურიდან მას უკვე დაუკავშირდნენ და შესთავაზეს ახალი წლის კონცერტში მონაწილეობის მიღება.

„მე არ ვმღერი მერიის თანამშრომლებისთვის ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლისთვის. ახალი წელი არის სახალხო ზეიმი და შესაბამისად, სასიამოვნოა, როდესაც შენს ქვეყანაში ხალხს უმღერი“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის იყო შეთავაზება და მიიღებს თუ არა მონაწილეობას სოფო ნიჟარაძე თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ საახალწლო კონცერტში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე