საქართველოში 2017– 2018 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა
საქართველო, თბილისი - 12:38 | 04.12.2017 ნანახია: 1359
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ორგანიზებით 2017– 2018 წლის ათასწელულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ბატონი იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო დონორი ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
,,ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეოთხე წელია წარმატებით ტარდება. კონკურსში 900-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე პროექტით უკვე დაინტერესდა კერძო სექტორი. ასევე, აღსანიშნავია, რომ კონკურსის გამარჯვებული და მონაწილე გუნდები ხშირად სწავლას განაგრძობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონკურსის შედეგები გვაჩვენებს, რომ ჩვენს ახალგაზრდებში არის მაღალი ინტერესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ, გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გამომგონებელი,“ – მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი–საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი.
ღონისძიების ფარგლებში გასული წლების კონკურსის ფინალისტების ინოვაციურიპროექტების გამოფენა გაიმართა და მოსწავლეებმა დამთვალიერებლებს საკუთარი ნამუშევრები გააცნეს.
„ახალგაზრდებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დახვეწონ და განავითარონ ინოვაციური იდეები და გამოგონებები; ცოდნის და გამოცდილების გაზიარების, მომავალი თანამშრომლობის მიზნით დაუკავშირდნენ მეცნიერებსა თუ მეწარმეებს. აღსანიშნავია, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხელს უწყობს რესურსებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობას.“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე სამჯერ, 2014-2017 წლებში წარმატებით განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 227-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. 2015 და 2016 წელს, გამარჯვებულმა გუნდებმა: „მულტიკლიმატიზატორი“ (ახალციხე) და „სოლარი“ (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ-ში. 2017 წელს, სენაკის წმ. ალექსი შუშაინიას გიმნაზიის მერვე კლასელთა გუნდმა „Smart Kids” მონაწილეობა მიიღო NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში მოსწავლეების მინიმალური რაოდენობაა ორი, მაქსიმალური - ხუთი. კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1999 წლის 2 აპრილიდან 2005 წლის 1 აპრილის ჩათვლით. გუნდმა ინოვაციური პროექტი უნდა წარმოადგინოს ხუთი საკონკურსო კატეგორიიდან ერთ-ერთში: კოსმოსი და ავიაცია; ჯანდაცვა და კვება; კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 დეკემბერი.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















