რამდენს ბედავს ეს ,,პოლიტპატიმრების" მამაშა - ბიბილაშვილი ბესელიაზე

საქართველო, თბილისი - 13:21 | 28.11.2017
ნანახია: 2591

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას ,,პოლიტპატიმრების მამაშას" უწოდებს. 

,,რამდენს ბედავს ეს ,,პოლიტპატიმრების" მამაშა, ესა!!! პოლიციელის მკვლელების, რუსი ჯაშუშების, საერთაშორისო ტერორისტების, ფსბ-შნიკი სეპარატისტების, რელიგიური ექსტრემისტებისა და შიდა ქართლის ქართველობის სერიული მკვლელების განმათავისუფლებელი მექრთამე!!! ქოცხელისუფლების ბინძური სახე, რომლის აზრითაც რუსული მარშის ორგანიზატორი კორკოტა "საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტია," - წერს ბიბილაშვილი.

საქმე ეხება ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ახმედ ჩატაევის შესაძლო ლიკვიდაციის ირგვლივ ოპოზიციაში არსებული კითხვების საპასუხოდ გააკეთა. 
ბესელია ამბობს: ,,ასეთ უსინდისო განცხადებებს არ მივიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში". 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე