ჟურნალისტი სამსახურიდან არაეთიკური სელფის გამო გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 11:52 | 28.11.2017
ნანახია: 1251

ჩინეთში ერთ-ერთი რადიოსადგურის ჟურნალისტი არაეთიკური სელფის გადაღების გამო სამსახურიდან გაუშვეს. 

ახალგაზრდა ჟურნალისტმა მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას, დამტვრეული ავტომანქანების ფონზე, საკმაოდ მხიარული ფოტო გადაიღო.

ჟურნალისტი ფოტოზე იღიმის და „მშვიდობის“ აღმნიშვნელი ჟესტით არის დაფიქსირებული. 

მის მიერ სოციალურ ქსელში აღნიშნული ფოტოს გავრცელებას იმდენად დიდი ნეგატიური გამოხმაურება მოყვა, რომ რადიოსადგურის ხელმძღვანელობამ ეთიკური მოსაზრებების გამო, ის სამსახურიდან დაითხოვა. 

ავტოკატასტროფა 15 ნოემბერს მოხდა, რამდენიმე ავტომანქანის შეჯახების შედეგად ხანძარი გაჩნდა, დაშავდა 40-მდე ადამიანი. შემთხვევის მიზეზად ნისლი სახელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე