ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 19:11 | 27.11.2017 ნანახია: 1100
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ-მინისტრს ვოლოდიმირ გროისმანს შეხვდა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად ადამიანთა გარდაცვალებისა და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციისას სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. მისი თქმით, უკრაინა გვერდით უდგას საქართველოს ამ მძიმე წუთებში.
მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს. მათი განცხადებით, ქვეყნებს საერთო ინტერესები და გამოწვევები აკავშირებს და მათ დასაცავად და სირთულეების გადასალახად, ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. ირაკლი კობახიძემ და ვოლოდიმირ გროისმანმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის მოხარულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გააქტიურდა, რასაც ხშირი მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებიც ადასტურებს. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს ითვლის, მაგრამ ისტორიული მეგობრობა და ხალხთაშორისი კავშირები ბევრად დიდ პერიოდს ითვლის.
ირაკლი კობახიძემ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის გააქტიურებულია კავშირები და გაცვლითი ვიზიტები.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას საერთო საგარეო კურსი აქვთ, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ მიმართულებით ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ სამი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება, სადაც სპიკერები ევროპარლამენტს სამი ასოცირებული ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნისკენ მოუწოდებენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას. ირაკლი კობახიძის თქმით, რთული ვითარების მიუხედავად, შიდა რეფორმებისა და რუსეთისადმი პრაგმატული პოლიტიკის მეშვეობით, საქართველომ სტაბილურობასა და სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო როლზეც. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ქვეყანა ისტორიული სატრანზიტო როლის აღდგენას ცდილობს და ამ მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია საქართველო-უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებისთვისაც.
საუბარი შეეხო ტურიზმს და აღინიშნა, რომ მზარდი ორმხრივი ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებისთვის.
ირაკლი კობახიძემ უკრაინის პრემიერ-მინისტრს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის მთავარი საკითხები გააცნო.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















