საქართველოს სლოვენიის ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 19:05 | 27.11.2017
ნანახია: 876

27-28 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან; პრემიერ-მინისტრთან; პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

უნგრელ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, სადაც პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

შეხვედრებზე საუბარი შეეხება, ორი ქვეყნის თანამშრომლობას ეკონომიკის, საგანმანათლებო და კულტურის სფეროებში, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

გარდა ამისა, სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის კონფერენციის გახსნის ცერემონიალში და ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე