იუსტიციის სასწავლო ცენტრი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგებს ატარებს

საქართველო, თბილისი - 17:10 | 27.11.2017
ნანახია: 942

„ევროკავშირის სამართალი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ - იუსტიციის სასწავლო ცენტრი საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგებს ატარებს.

ტრენინგების ფარგლებში  ის საჯარო მოხელეები, რომლებიც მომხმარებელთა უფლებების შესახებ სამართლებრივი ჩარჩოს შექმნასა და კანონის აღსრულებაზე მუშაობენ,  მომხმარებელთა უფლებების სფეროში არსებულ ევროპულ სტანდარტებს, სიახლეებსა და გამოწვევებს ეცნობიან. თავის მხრივ, აღნიშნული სწავლება მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ეფექტიანობისთვის.

ტრენინგები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპის ტრენინგს ადგილობრივი ექსპერტი ჩაატარებს, ხოლო მეორე ეტაპს გაუძღვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექპერტები.  

ტრენინგები ტარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ევროკავშირის პროექტის − „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ − გრანტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება “.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე