დადებითად ვაფასებთ განვითარებულ მოვლენებს და ველით ახალი სახალხო დამცველის არჩევას - იან კელი
საქართველო, თბილისი - 17:07 | 27.11.2017 ნანახია: 1148
“მოხარული ვარ, რომ გაიმართა მრავალი კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარდაჭერა მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასახელებულმა ერთ-ერთმა კანდიდატმა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ განვითარებულ მოვლენებს და ველით ახალი სახალხო დამცველის არჩევას“,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელებას.
აღნიშნული განცხადება იან კელიმსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„გვსურს, საქართველო წარმატებული იყოს როგორც სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული დემოკრატიული ქვეყანა და სახალხო დამცველის პოზიცია ამ მხრივ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ სახალხო დამცველი ეფექტური იყოს, ის უნდა იყოს სრულად დამოუკიდებელი მთავრობისგან. ძალიან მოხარული ვარ, რომ გაიმართა მრავალი კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან და როგორც ჩანს, მხარდაჭერა მოიპოვა სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასახელებულმა ერთ-ერთმა კანდიდატმა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ განვითარებულ მოვლენებს და ველით ახალი სახალხო დამცველის არჩევას“,- განაცხადა იან კელიმ.
ელჩის თქმით, შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა და მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებების, მართლმსაჯულების რეფორმისა და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის სხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს.
„ეს შეხვედრა ჩვენ მოვითხოვეთ. ძალიან დაინტერესებულები ვიყავით, მეტი მოგვესმინა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ და ინტერესის მიზეზი ისაა, რომ გვსურს, დაგეხმაროთ. გვსურს, დახმარება გაგიწიოთ ტექნიკური კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, არჩევნების შესახებ. შთაბეჭდილება მოახდინა, თუ რამდენად დატვირთული იქნება პარლამენტი მომდევნო კვირების განმავლობაში. ვიცით რომ დღის წესრიგში მრავალი საკითხია, მათ შორის, მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმა და სხვა საკითხები“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იან კელიმ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















