იუსტიციის საბჭოს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 15:26 | 27.11.2017
ნანახია: 875

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ბათუმში სასტუმრო ,,ლეო გრანდში” დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით გახსნა.

საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე მსჯელობენ. იუსტიციის საბჭოში არასამთავრობო სექტორიდან მისული ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების ვაკანტური თანამდებობების წინასწარ გასაჯაროებას ითხოვს.

ჯანეზაშვილის მიაჩნია, რომ ვაკანტური პოსტების შესახებ ვებგვერდზე უნდა განთავსდეს ინფორმაცია. იუსტიციის საბჭოს წევრი ეჭვობს, რომ ვაკანსიების განთავსება შესაძლოა იმიტომ არ ხდება, რომ სისტემაში მოხვედრის შანსი მხოლოდ იმ ფავორიტ კანდიდატებს ჰქონდეთ, ვინც სასამართლოს ელიტასთან დაახლოებულ ჯგუფებში არიან.

ჯანეზაშვილის ინიციატივას იუსტიციის საბჭო ამ წუთებში განიხილავს, საკითხზე კრნჭისყრა დღესვე უნდა გაიმართოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე