არ მიმიცია უმაღლესი შეფასება რუსი კონკურსანტისათვის - სოფო გელოვანი

საქართველო, თბილისი - 13:41 | 27.11.2017
ნანახია: 1429

,,ევროვიზიის” ქართულმა ხუთკაციანმა ჟიურიმ უმაღლესი 12 ქულა რუსეთის წარმომადგენელს მიანიჭა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც.

სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილი ჟიურის ამ საქციელს სამარცხვინოს უწოდებს.

,,საწყენია, რომ საქართველოს წარმომადგენელმა მხოლოდ მეორე ადგილი აიღო, მით უმეტეს, რომ გრიგოლი გამარჯვებასა ყველაზე მეტად იმსახურებდა.

საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოლემიკამ ისეთი მძაფრი ფორმა მიიღო, რომ იძულებული გავხდი, საკითხით დაინტერესებული პირებისათვის ასეთი განმარტება გამეკეთებინა. მინდა, ყველას გასაგონად განვაცხადო: როგორც ჟიურის ერთ-ერთ წევრს, არ მიმიცია უმაღლესი შეფასება რუსი კონკურსანტისათვის'', - წერს სოფო გელოვანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე