საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას პირისპირ შეხვდა
საქართველო, თბილისი - 11:53 | 27.11.2017 ნანახია: 1192
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ გროისმანს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები იყო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ეკონომიკური კავშირების გააქტიურება და ორი ქვეყნის საერთო ევროპული მისწრაფებები იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანს ოფიციალური ვიზიტისა და აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით საქართველოში. მინდა, მივესალმო თქვენს პირველ ოფიციალურ ვიზიტს და მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მონაწილეობთ აბრეშუმის გზის ფორუმში. მინდა, ასევე ხაზი გავუსვა საქართველოსა და უკრაინას შორის ბოლო პერიოდში მზარდ დინამიკას, ასევე მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო უკრაინის პრეზიდენტის წარმატებული ვიზიტი, რომელიც ახლო წარსულში შედგა და ასევე ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელობას.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უპირობო მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენი მხრიდან გვსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თანმიმდევრული პოზიციის გამო საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ძვირფასო მეგობარო ვოლოდიმირ, მოგესალმებით საქართველოში”, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგას.
ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მაღალ დონეს გაუსვა ხაზი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო ბატონი პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობის მაღალი დონე. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი იქნება მორიგი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ასევე აღვნიშნო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი”,- განაცხადა ვოლოდიმირ გროისმანმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















