ირაკლი შიხიაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

საქართველო, თბილისი - 12:56 | 17.11.2015
ნანახია: 1946

15 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაგეგმილია სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქებში ნიუ-იორკსა და ლოს ანჯელესში.

შეხვედრები გაიმართება ამერიკულ მხარესთან ვეტერანთა ჯანდაცვისა და სხვადასხვა სოციალური პროექტების ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოში ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნასა და მისი სამედიცინო დანადგარებით აღჭურვასთან დაკავშირებით. ირაკლი შიხიაშვილი ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ვეტერანებსაც შეხვდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე