განათლების მინისტრს ოთხი მოადგილე ეყოლება

საქართველო, თბილისი - 13:07 | 24.11.2017
ნანახია: 1316

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ოთხი მოადგილე ეყოლება.

მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ქეთევან ნატრიაშვილი იქნება. თანამდებობებზე დარჩებიან ასევე მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, ხოლო მეოთხე მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე გახდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე