სუს-ის უფროსმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველო, თბილისი - 18:15 | 23.11.2017
ნანახია: 1601

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ოჯახში იმყოფებოდა.

გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

გარდაცვლილი სპეცრაზმელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე