დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია - ექიმი

საქართველო, თბილისი - 13:14 | 22.11.2017
ნანახია: 1832

დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმ- რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება.

„პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემთხვევის ადგილიდან. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ქალას სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და დაზიანებით, სისხლდენით. პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციოში. ამჟამად მდგომარეობა კრიტიკული რჩება. მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება“, - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე