იოჰანეს ჰანი: ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მონდომებას და მიღწევებს

საქართველო, თბილისი - 10:35 | 17.11.2015
ნანახია: 1550

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, თვალსაჩინოა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები რეფორმირების გზაზე.

“ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მონდომებას და მიღწევებს. საქართველომ გაატარა რეფორმები, რათა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით,”-აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

მისივე თქმით, ის უახლოეს მომავალში ეწვევა თბილისს, რათა საკუთარი თვალით ნახოს მიღწეული შედეგები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე