Louis Vuitton-ის ჩანთებისგან დამზადებული უნიტაზი 100 000 დოლარი ღირს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:45 | 20.11.2017
ნანახია: 1623

ლოს-ანჯელესში წარმოადგინეს მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი უნიტაზი, რომლის ფასი 100 000 დოლარს შეადგენს.

საქმე იმაშია, რომ უნიტაზი მხოლოდ ოქროსი არ არის. ზემოდან მას ცნობილი ბრენდის Louis Vuitton-ის ჩანთების ზედაპირი აქვს გადაკრული, თითოეულის ფასი კი 2000 დოლარს შეადგენს

ის მხატვარმა ილმა გორმა დაამზადა. მანამდე მან სახელი გაითქვა შიშველი დონალდ ტრამპის ირონიული პორტრეტის შექმნით.

უნიტაზის ნახვა ლოს-ანჯელესში მსხვილი ინტერნეტ-მაღაზია Tradesy-ის შოურუმშია შესაძლებელი. „როდესაცTradesy ამ იდეით ჩემთან მოვიდა, „არას“ თქმა უბრალოდ არ შემეძლო“, - აღნიშნა მხატვარმა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე