თბილისის მერმა სსიპ-ებისა და აიპ-ების ახალი ხელმძღვანელები დაასახელა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 20.11.2017
ნანახია: 1913

თბილისის მერმა სსიპ-ებისა და აიპ-ების ახალი ხელმძღვანელები დაასახელა.  

კერძოდ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე თემურ თორდინავას კახაბერ გვანცელაძე შეცვლის. არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ ბოლოთაშვილი იქნება. ის ზურაბ წიკლაურს შეცვლის.

ქონების მართვის სააგენტოს ირაკლი თავართქილაძე უხელმძღვანელებს. დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ამ თანამდებობას კარლო ლაფერაძე იკავებდა.

რაც შეეხება შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, მას მამუკა კობახიძე უხელმძღვანელებს, რომელმაც ნუგზარ ჭეიშვილი შეცვალა.

კახა კალაძის ხელმძღვანელობით, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის პირველი სხდომა მიმდინარეობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე