ხანძარს 80 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 20.11.2017
ნანახია: 1172

ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა. ძლიერი ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს, მაგრამ  მარტოხელა მოხუცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მეზობლების თქმით, მოხუცი ელექტროენერგიას არ იყენებდა და სავარაუდოდ ცეცხლი ღუმელის დანთებისას გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია ფოთისა და ლანჩხუთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე