დღეს, სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელს განიხილავს

საქართველო, თბილისი - 09:05 | 20.11.2017
ნანახია: 1027

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელს განიხილავს, რომელშიც ის დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას მისთვის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარს ასაჩივრებს.

ჩაბუქის სარჩელის არსებითი განხილვა 16 ნოემბერს დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე