ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების სარგებელი უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ
საქართველო, თბილისი - 17:40 | 17.11.2017 ნანახია: 1140„ამ ცვლილებების მთავარი შედეგი იქნება ის, რომ საქართველოში აღარასდროს აღარ განმეორდება ავტორიტარული თუ თუნდაც ნახევრად ავტორიტარული მმართველობა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ დამსწრეებსა და მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ძირითადი კანონის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი აკადემიური ტიპის დისკუსია შედგეს. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მმართველობა არის ყველაზე ევროპული ტიპის მმართველობის სისტემა და საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ ამ სისტემის კიდევ უფრო მეტად დახვეწა იყო.
„კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ნებისმიერი საკონსტიტუციო დოკუმენტის, ნებისმიერი კონსტიტუციის მთავარი ამოცანა არის ავტოკრატიის და ავტორიტარიზმის გამორიცხვა. ამ პრინციპზე და მიზანზე უნდა იყოს აგებული ნებისმიერი კონსტიტუცია. გვახსოვს, გასული წლებიდან, 90-იანი წლებიდან, შემდეგი ათწლეულიდან, თუ სადამდე მიგვიყვანა არასწორმა, გაუმართავმა კონსტიტუციებმა, ეს იყო ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული რეჟიმები, რომლის საფუძველი და მთავარი საყრდენი, სამწუხაროდ, სწორედ კონსტიტუციები იყო. ჩვენ გამოვიარეთ ქვეყნის ძირითადი კანონის სამი სხვადასხვა რედაქცია და ამ რედაქციებმა უზრუნველყო საქართველოში, სამწუხაროდ, ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული მმართველობის რეჟიმების ჩამოყალიბება. ჩვენი მთავარი მიზანი ზუსტად ამის გამორიცხვა იყო და ჩვენ ვეფუძნებოდით იმ რწმენას, რომ ამის გამორიცხვა ყველაზე მეტად შეუძლია სწორედ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ჩვენ აქაც გამოვიარეთ როგორც საპრეზიდენტო, ასევე, ნახევრად საპრეზიდენტო მოდელები და ერთადერთი, რომელიც ბოლომდე არ გამოგვიცდია, ეს არის სწორედ საპარლამენტო მმართველობა და საპარლამენტო მმართველობა არის ყველაზე ევროპული ტიპის მმართველობის სისტემა და ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიული სისტემები ევროპის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, თავიდანვე განვაცხადეთ ჩვენი ძალიან მყარი პოლიტიკური პოზიცია იმის თაობაზე, რომ გვინდოდა შეგვენარჩუნებინა არსებული საპარლამენტო სისტემა და რეფორმის მთავარი მიზანი ამ საპარლამენტო სისტემის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და მისი სრულყოფა იყო",- განმარტა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, სისტემაში წარმოდგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს. ასევე, ცვლილებების შედეგად, შეუძლებელი იქნება ავტოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბება.
„ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც სრულად ამოქმედდება, როგორც კი შედგება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, როგორც კი შედგება პირველი შეკრება ამ სხდომათა დარბაზში, 2020 წლის ნოემბერში, მაშინვე ჩაირთვება სრულად ყველა საკვანძო რეგულაცია, რომელიც მოცემულია ქვეყნის ძირითად კანონში -დაწყებული პროპორციული საარჩევნო სისტემით, დამთავრებული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით. ეს არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ძალიან დახვეწილი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ პარლამენტს, რომელიც უზრუნველყოფს ქმედით მთავრობას, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლოს და პარტიული კუთხით ნეიტრალურ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სულისკვეთება და არსი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მუხლობრივმა განხილვამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თითოეული მუხლი მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებებს მოიცავს. ირაკლი კობახიძემ მოქმედი კონსტიტუცია და მისი ახალი რედაქცია შეადარა და აღნიშნა, რომ ახალ რედაქციაში არ არის არცერთი მუხლი, რომლითაც მმართველი ძალის სუბიექტური პოლიტიკური პოზიციები უმჯობესდება.
„ერთადერთი, იყო გარკვეული საუბრები და სპეკულაციები პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით და აქაც, იმისთვის, რომ ასეთი სპეკულაციების ყოველგვარი საბაბი მოგვესპო, გადავწყვიტეთ და მხოლოდ 7 წლის თავზე, 2024 წელს ამოქმედდება პირველად პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი. ეს ცხადყოფს სრულიად კონსტიტუციურ კულტურას, სრულიად ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას. გახსოვთ, რომ 30-ზე მეტი ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში გასული 20 წლის განმავლობაში და თითოეული ცვლილება, ყველა ცვლილება ემსახურებოდა მაშინდელი მმართველი პარტიების სუბიექტურ ინტერესებს. პირველად შედის ისეთი ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც არათუ არ შეესაბამება ჩვენს სუბიექტურ ინტერესებს, არამედ, პირიქით, არის ამ სუბიექტური ინტერესების საწინააღმდეგო რეგულაციები. აქ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ იცვლება საარჩევნო სისტემა, ასე ვთქვათ, ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასევე, ძლიერდება ოპოზიციის უფლებები, არის უამრავი ცვლილება, რომელიც ზღუდავს მმართველი პოლიტიკური ძალის სუბიექტურ ინტერესებს და ეს კეთდება იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული სისტემა.
ამ ცვლილებების პოზიტიური მხარე და მისი სარგებელი უნდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ. ამ ცვლილებების მთავარი შედეგი იქნება ის, რომ საქართველოში აღარასდროს აღარ განმეორდება ავტორიტარული თუ თუნდაც ნახევრად ავტორიტარული მმართველობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- უკრაინა მზადაა რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფასად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმებაზე
- საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე - ირაკლი კობახიძე
- ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული - გია ვოლსკი ლევან დავითაშვილზე
საზოგადოება
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
სამართალი
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
- საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა
- პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი, ხატია წერეთელი თავისუფალია
- პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ტერიტორიული საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება - ჯორჯია მელონი
- აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















