სომალიში ლტოლვილთა ბანაკში მომხდარ სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 17.11.2015
ნანახია: 1658

სომალის დედაქალაქში ლტოლვილთა ბანაკში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

როგორც მედიას მოგადიშოს პოლიციამ განუცხადა, ბანაკის დაცვის წევრების - პოლიცილებისა და სამხედროების შეიარაღებულ დაპირისპირებას ქალები და ბავშვებიც ემსხვერპლნენ.

ქალაქის მერის ცნობით, რამდენიმე პირი დააკავეს.

წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი შეიარაღებული ფორმირებებს შორის კონფლიქტი გახდა.

ინციდენტი ბანაკის ლტოლვილებისთვის საკვების დარიგების დროს მოხდა. სავარაუდოდ, დაცვის წევრთა შორის შეკამათება პროდქუტის განაწილებას მოჰყვა, რის შემდეგაც სროლა დაიწყო. დაწყებულია გამოძიება.

ბანაკში 2011 წლიდან ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ისლამურ დაჯგუფება ’აშ-შაბაბს” გამოექცნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე