აეროპორტის დასახლებაში ოთხი ავტომობილი დააზიანეს

საქართველო, თბილისი - 12:57 | 17.11.2017
ნანახია: 1088

აეროპორტის დასახლებაში გუშინ, გვიან ღამით ოთხი ავტომობილი დააზიანეს.

ადგილობრივების თქმით ჩამსხვრეულია ავტომობილების მინები და დაზიანებულია გაყვანილობა.

ერთ-ერთმა მფლობელმა მანქანა სახლიდამ 300 მეტრის მოშორებით იპოვა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცევლები იმყოფებიან.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე