„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს, შესაძლოა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭიროს

საქართველო, თბილისი - 16:56 | 16.11.2017
ნანახია: 818

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს შესაძლოა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი არ დაუჭიროს. კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენამდე ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

„სამეთავლყურეო საბჭოს საკითხზე  პროგრესი იქნა მიღწეული, მაგრამ ჩვენ ვთვლით,  რომ კონსენსუსი არის მიდგომა და მეთოდი, რომლითაც ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდეს სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი. რადგან  აღნიშნული ჩანაწერი ამ სულისკვეთებისგან შორს არის, სწორედ ამ სულისკვეთებასთან გვინდა მივიყვანოთ ეს ჩანაწერი, ამიტომ ვთვლით, რომ დამატებითი კონსლუტაციები არის საჭირო. რაც შეეხება საკითხს სტარტაპთან დაკავშირებით, ვიზიარებ ბოლომდე ბატონ ლევან კობერიძის პოზიციას, რომ სახელმწიფოს შეუძლია მის ხელთარსებული სხვა პროგრამების ფარგლებში შექმნას დახმარების ის სეგმენტი, რომელიც უშუალოდ იმ პროდუქციას შექმნის, რაზეც აქ არის საუბარი და არ მიმაჩნია, რომ ამით უნდა იყო დაკავებული სახელმწიფო მაუწყებელი“,- აღნიშნა კაკულიამ.

მისივე თქმით, არც რეკლამასთან დაკავშირებით იყო დამაკმაყოფილებელი ის განმარტება, რაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. კაკულიამ მოუწოდა მათ, გაცილებით გაგებით მოეკიდონ დეპუტატების პოზიციას.

პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პირველი მოსმენის რეჟიმში მსჯელობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე