დიდი სურვილი გვაქვს, რომ დეკემბერში საქართველომ დადებით შეფასება მიიღოს- ლინას ლინკევიჩუსი
საქართველო, თბილისი - 18:12 | 16.11.2015 ნანახია: 1819
ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის პარალელურად ქ. ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ლიტვის ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა და ამ კონტექსტში ფართომასშტაბიანი რეფორმების მიმდინარეობის პროცესი. ასევე განიხილეს უახლოეს მომავალში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პერსპექტივა. ამ მიმართულებით აღინიშნა ქვეყნის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულებისა და იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი.
"ჩვენ გვქონდა გულწრფელი და ღია საუბარი. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ. ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია. აღვნიშნეთ სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს როლი. განვიხილეთ საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან დაახლოების გზები, ზომიერი მიდგომები კონფლიქტების მოგვარებასთან მიმართებაში. საქართველოს აშკარა პროგრესი ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ დეკემბერში საქართველომ დადებითი შეფასება მიიღოს. ვიმსჯელეთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც, როგორიცაა სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლება. ეს ასპექტები ძალზედ მნიშვნელოვანია"-განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
პოლიტიკა
- რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხზე, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას შეეხებოდა - საგარეო
- ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე
- თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს
- სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“, “ნაცებს” თქვენ კი არა, ჩვენ ვებრძვით, თქვენ„ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ - გიორგი შარაშიძე
მსოფლიო
- ჩვენ უდიდეს რუსულ ნავთობკომპანიებს დავარტყით, დასასანქცირებელი თითქმის არაფერი დარჩა - მარკო რუბიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
- მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















