ბერი ნიკოლოზი, რომელიც ქრისტეს შეადარეს, პოლიციას ფიზიკურად გაუსწორდა

საქართველო, თბილისი - 12:17 | 16.11.2017
ნანახია: 2098

ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი სახლის მეპატრონისგან ბერის სახლში შეშვებას მოითხოვს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

პოლიციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავად მდუმარე ბერმაც. რამდენიმე ასეული პოლიციელისგან შემდგარი კორდონები გამრეკელის ქუჩაზე მთელი საღამოს განმლოაბში იმ სახლთან იყო მობილიზებული, სადაც სასულიერო პირი ბოლო თვეების განმლობაში ცხოვრობდა. უთანმხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბინის მეპატრონემ ნიკოლოზ მაქარაშვილს სახლის დაცლა მოსთხოვა. 

ფიზიკურ დაპრისპირებამდე ბერმა სამართალდამცველთა კორდონის გარღვევა მანქანითაც სცადა. ვითარება ადგილზე მას შემდეგ განიმუხტა, რაც ბერმა ნიკოლოზმა მხარდამჭერებთან ერთად ტერიტორია დატოვა.

მრევლმა ბერი ნიკოლოზი ქრისტეს შეადარა და პოლიციას დაჩოქვისკენ მოუწოდა: ,,ქართველებო, დაიჩოქეთ ქრისტეს წინაშე!" 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე