აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:42 | 16.11.2017
ნანახია: 1127

აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები მთელი ქვეყნის მასშტაბით ორჯერ განმეორდა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 23:50 საათზე დაფიქსირდა.

აზერბაიჯანში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად რამდენიმე რაიონში საცხოვრებელი სახლები დაინგრა. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები.

ეპიცენტრი ქალაქებში: ბარდასა და გეიჩაიში იყო. სტიქიის ზონაში მუშაობენ მაშველთა ჯგუფები. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მიწისძვრის ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე